მსოფლიოს ხუთგზის და ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია საზეიმოდ გაიხსნა დიდ დიღომში.
აკადემია დიდი დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N32-ში გაიხსნა და სწავლება ლეგენდარული ჩემპიონის საავტორო პროგრამით წარიმართება.
აკადემიის გახსნასთან ერთად საჭადრაკო ფესტივალი ‘მაიას თასიც’ გაიხსნა რომელიც ტრადიციულია და 2004 წლიდან იმართება.
ფესტივალის ფარგლებში 4 ტურნირი გაიმართება და 5 ქვეყნის 150-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ოთხივე ტურნირის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს.