ინდოეთის ქალაქ კალკუტაში, 29 ნომებრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, უძლიერესი საერთაშორისო წრიული ტურნირები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ‘TATA STEEL CHESS INDIA RAPID AND BLITZ 2022’ მიმდინარეობს.
ღონისძიება იმართება ორ კატეგორიად, ღია და ქალთა შორის, სადაც 10 მონაწილე ერთმანეთს წრიული სისტემით ეჯიბრება. სწრაფი ჭადრაკის დროის კონტროლი: 15 წუთი + 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობს ნანა ძაგნიძეც, რომელმაც სწრაფ ჭადრაკში 9-დან 6.5 ქულა დააგროვა და I-II ადგილები გაინაწილა.
3-4 დეკემბერს ასპარეზობა ელვისებურ ჭადრაკში გაგრძელდება, სადაც, ასევე 10 მონაწილეს შორის იქნება ბრძოლა. დროის კონტროლით: 3 წუთი + 2 წამის დამატებით.
მონაწილეთა სია: