საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12–16 სექტემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2021.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 8 ტურად. დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
- 2021 წლის საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
- სტანდარტულ ჭადრაკში 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 6 საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, გარდა უმაღლესი ლიგის მონაწილეებისა. ვაკანტური ადგილები შეივსება მომდევნო საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით.
ქალთა ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
- 2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
- სტანდარტულ ჭადრაკში 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 6 საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, გარდა უმაღლესი ლიგის მონაწილეებისა. ვაკანტური ადგილები შეივსება მომდევნო საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით;
ღია და ქალთა ტურნირებში დაიშვებიან 16 და 18 წლამდე 2021 წლის საქართველოს ჩემპიონები; ასევე, ტურნირებში მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენელი მოჭადრაკეები;
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | დრო |
ჩამოსვლის დღე | 12 სექტემბერი | |
გახსნა | 13 სექტემბერი | 13:30 |
I ტური | 13 სექტემბერი | 14:00 |
II ტური | 13 სექტემბერი | 16:30 |
III ტური | 14 სექტემბერი | 14:00 |
IV ტური | 14 სექტემბერი | 16:30 |
V ტური | 15 სექტემბერი | 14:00 |
VI ტური | 15 სექტემბერი | 16:30 |
VII ტური | 16 სექტემბერი | 14:00 |
VIII ტური | 16 სექტემბერი | 16:30 |
დახურვა | 16 სექტემბერი | 19:00 |
დაჯილდოება:
ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
საპრიზო ფონდი:
ძირითადი პრიზი – 32 650 ლარი
ტურნირი | კატეგორია | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
ღია ტურნირი | ღია | 5000 | 3500 | 2500 | 2000 | 1500 | 1200 | 900 | 700 |
20 წლამდე (2001.01.01) | 600 | ||||||||
ქალთა ტურნირი | ქალები | 4000 | 3000 | 2300 | 1600 | 1200 | 900 | 700 | 500 |
20 წლამდე (2001.01.01) | 550 |
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი