საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8–11 სექტემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ”მაია ჩიბურდანიძის თასი-2021”.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 8 ტურად. დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
- 2021 წლის საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
- კლასიკურ ჭადრაკში 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 6 საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, გარდა უმაღლესი ლიგის მონაწილეებისა. ვაკანტური ადგილები შეივსება მომდევნო საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით.
ქალთა ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
- 2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
- კლასიკურ ჭადრაკში 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 6 საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, გარდა უმაღლესი ლიგის მონაწილეებისა. ვაკანტური ადგილები შეივსება მომდევნო საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით;
ღია და ქალთა ტურნირებში დაიშვებიან 16 და 18 წლამდე 2021 წლის საქართველოს ჩემპიონები; ასევე, ტურნირებში მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენელი მოჭადრაკეები;
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | დრო |
ჩამოსვლის დღე | 7 სექტემბერი | |
გახსნა | 8 სექტემბერი | 13:30 |
I ტური | 8 სექტემბერი | 14:00 |
II ტური | 8 სექტემბერი | 16:30 |
III ტური | 9 სექტემბერი | 14:00 |
IV ტური | 9 სექტემბერი | 16:30 |
V ტური | 10 სექტემბერი | 14:00 |
VI ტური | 10 სექტემბერი | 16:30 |
VII ტური | 11 სექტემბერი | 14:00 |
VIII ტური | 11 სექტემბერი | 16:30 |
დახურვა | 16 სექტემბერი | 19:00 |
დაჯილდოება:
ღია და ქალთა ტურნირში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
საპრიზო ფონდი:
ძირითადი პრიზი – 32 650 ლარი
ტურნირი | კატეგორია | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
ღია ტურნირი | ღია | 5000 | 3500 | 2500 | 2000 | 1500 | 1200 | 900 | 700 |
20 წლამდე (2001.01.01) | 600 | ||||||||
ქალთა ტურნირი | ქალები | 4000 | 3000 | 2300 | 1600 | 1200 | 900 | 700 | 500 |
20 წლამდე (2001.01.01) | 550 |
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – სოფიო ნიკოლაძე