აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი 2025” მიმდინარეობს.
ტურნირის მხარდამჭერები:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.
ფესტივალის კატეგორიები:
- 8 წლამდე ღია კატეგორია;
- 10 წლამდე ღია კატეგორია;
- 12 წლამდე ღია კატეგორია;
- 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ღონისძიებაში ჩართულია 100 -ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, უკრაინა და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.
V ტურის შემდეგ ლიდერობენ:
8 წლამდე კატეგორიაში:
- მამულაძე ანასტასია (5-დან 5 ქულა)
10 წლამდე კატეგორიაში:
- სხვიტარიძე დანიელი (5-დან 5 ქულა)
12 წლამდე კატეგორიაში:
- პანფილოვა ტამილა (5-დან 4.5 ქულა)
20 წლამდე კატეგორიაში:
- გოგიაშვილი გიორგი (5-დან 4.5 ქულა)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:






