აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 18-25 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2025” გაიმართება.
ტურნირის მხარდამჭერები:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.
ფესტივალი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- A – 20 წლამდე ღია კატეგორია რეიტინგ ტურნირი (2005 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- B – 12 წლამდე ღია კატეგორია (2013 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- C – 10 წლამდე ღია კატეგორია (2015 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- D – 8 წლამდე ღია კატეგორია (2017 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
სათამაშო წესები:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.
საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, რომელთაც არ აქვთ უცხო ქვეყნის ფიდეს ID, უნდა ჰქონდეთ გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე. ასევე, შევსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა (დანართი 1)
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://forms.gle/YBpvvV1SrFH1UWpE8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 აგვისტოს 19:00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ფესტივალის ‘’ბათუმი 2025’’ სატურნირო შესატანია 40 ლ.
სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
ს/ნ: 245424704 ს.ს.“საქართველოს ბანკი“ ანგარიშის № GE95BG 0000 000 363 099 200
ფესტივალის განრიგი:
ჩამოსვლის დღე | 18 აგვისტო | |
გახსნა | 19 აგვისტო | 11:00 |
I ტური | 19 აგვისტო | 12:00 |
II ტური | 20 აგვისტო | 12:00 |
III ტური | 21 აგვისტო | 12:00 |
IV ტური | 22 აგვისტო | 12:00 |
V ტური | 23 აგვისტო | 12:00 |
ბლიც-ტურნირი | 23 აგვისტო | 16:00 |
VI ტური | 24 აგვისტო | 12:00 |
VII ტური | 25 აგვისტო | 12:00 |
დახურვა | 25 აგვისტო | 16:00 |
პრიზები:
ყველა კატეგორიის გამარჯვებული ხუთეული და საუკეთესო 3 გოგონა დაჯილდოვდება დიპლომით და ფასიანი საჩუქრით, სამეული – მედლით და ჩემპიონი ასევე თასით.
მონაწილის მიერ 2 პრიზის მოგების შემთხვევაში, გადაეცემა უმაღლესი ადგილის ჯილდო.
– პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
მწვრთნელთა კონკურსი:
მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ კატეგორიებში თამაშობდეს მისი მინიმუმ 3 მოსწავლე და პედაგოგი იმყოფებოდეს ტურნირზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 3-ე ტურის დაწყებამდე.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ მოსწავლეთა მწვრთნელის ქულათა შედეგების შეჯამება მოხდება შემდეგი პრინციპით:
I ადგილლი – 10 ქულა
II ადგილი – 8 ქულა
III ადგილი – 6 ქულა
IV ადგილი – 4 ქულა V ადგილი – 2 ქულა
ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული 5 მწვრთნელი დიპლომთან ერთად დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.
23 აგვისტოს, ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
ღია ტურნირიში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ბლიც ტურნირის სატურნირო შესატანი – 20 ლ.
ბლიც ტურნირის პრიზები:
გამარჯვებული სამეული, როგორც ღია, ასევე ქალთა ნომინაციაში, დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონი ასევე თასით.
პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება, რომელიც გაიმართება 25 აგვისტოს 16:00 საათზე.
საერთო წესები:
ტურზე დაგვიანების შემთხვევაში, საათზე დროის ამოწურვის შემდეგ მონაწილეს ჩაეწერება წაგება.
ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
სამართლიანი თამაშის წესები განსაზღვრულია დებულების დანართით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
საკონტაქტო ტელეფონი: 599 069 497