საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  „შავი ზღვის დელფინი 2024“-ის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-21 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი 2024” გაიმართა.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ყველა კატეგორიის გამარჯვებულნი დაჯილდოვდნენ თასით, მედლთით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით. აღსანიშნავია, რომ პრიზიორებს ასევე გადაეცათ საჭადრაკო დაფა ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის ავტოგრაფით.

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია;
  • 10 წლამდე ღია კატეგორია;
  • 12 წლამდე ღია კატეგორია;
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვალაა ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ამერიკა, სომხეთი, გერმანია და ფიდეს დროშით მოასპარეზენი) 115 სპორტსმენი.

8 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ცინცაძე თევდორე (7-დან 6.5 ქულა) მწვრთნელი: მახაჭაძე ნესტანი
  2. სხვიტარიძე დანიელ (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ბოლქვაძე ბადრი
  3. კახიძე ლაშა (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ბოლქვაძე ბადრი
  4. ბალაძე დაჩი (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ტერ-კარაპეტიანი ალექსი
  5. მურჯიკნელი ცოტნე (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: სამსონიძე დავით

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. სოსელია ევა (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ტერ-კარაპეტიანი ალექსი
  2. მამულაძე ანასტასია (7-დან 3 ქულა) მწვრთნელი: ჩარგეიშვილი რაფიელი
  3. შაინიძე ნატა (7-დან 3 ქულა) მწვრთნელი: მახაჭაძე ნესტანი

10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. მეფარიშვილი გიორგი (7-დან 6.5 ქულა) მწვრთნელი: ჭეფხოძე ნანა
  2. იოსელიანი გიორგი (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: ლიმონეიშვილი მაია
  3. ლიჩელი ლაზარე (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: შანავა კონსტანტინე
  4. აბულაძე ილია (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზი
  5. კალანდაძე ალექსანდრე (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ნიგალაძი გაიოზი

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. მიგრიაული მარიამ (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: დიდიმამიშვილი ზაქარია
  2. ბოლქვაძე ნინო (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: თედორაძე ლიანა
  3. მღვდლიშვილი ბელლა (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ტერ-კარაპეტიანი ალექსი

12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ცივაძე რევაზი (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: ჭეფხოძე ნანა
  2. კახიშვილი ანდრია (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ჭადაშვილი ალექსანდრე
  3. აკოფაშვილი ალექსანდრე (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: შანავა კონსტანტინე
  4. დოლიძე შოთა (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზი
  5. გოგუაძე სანდრო (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: მაღალაშვილი დავითი

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. ზვიადაძე ლილე (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: თორია გოჩა/ბოკუჩა მადონა
  2. ბელთაძე ანა (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: ჯვარშეიშვილი ნინო
  3. ბელტაძე მარიამ (7-დან 3.5 ქულა) მწვრთნელი: ჯვარშეიშვილი ნინო

20 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. სილაგაძე მათე (7-დან 6 ქულა) მწვრთნელი: ჩარგეიშვილი რაფიელი
  2. პოპოვ ალექსანდრ (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ჯოჯუა დავით
  3. კამაროუსკი მარკ (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ლაჟევსკაია ჟანნა
  4. ცეცხლაძე შოთა (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზ
  5. გოგიაშვილი გიორგი (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ტერ-კარაპეტიანი ალექსი

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. ბოდნარუკ კსენია (7-დან 5.5 ქულა)
  2. ქედელიძე ანეტა (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზ
  3. ზარიძე ბარბარე (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: მარშანია ნინო

მწვრთნელთა კონკურსის გამარჯვებულები:

  1. ტერ-კარაპეტიანი ალექსი
  2. დიდმანიძე თენგიზი
  3. მახაჭაძე ნესტანი
  4. ბოლქვაძე ბადრი
  5. ჯვარშეიშვილი ნინო

ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ როგორც კლასიკური კონტროლის, ასევე ელვისებური ჭადრაკის გამარჯვებულნი.

დახურვის ცერემონიის ფოტოკოლაჟი: