საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმი 2024”-ის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი 2024” გაიმართა.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

აღსანიშნავია, რომ ყველა კატეგორიის გამარჯვებულს, თასთან, მედალთან, დიპლომთან და ფასიან საჩუქართან ერთად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილისგან ლეგენდარული ჩემპიონის ავტოგრაფით გადაეცათ საჭადრაკო დაფა.

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია;
  • 10 წლამდე ღია კატეგორია;
  • 12 წლამდე ღია კატეგორია;
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვალაა ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართული იყო  100 სპორტსმენი წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, ინგლისი, უკრაინა, ყაზახეთი და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

8 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. სოსელია ევა (7-დან 6 ქულა) მწვრთნელი: ტერ-კარაპეტიანი ალექსი
  2. ხაფავა დანიელ (7-დან 6 ქულა) მწვრთნელი: ჭეფხოძე ნანა
  3. ცინცაძე თევდორე (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: მახაჭაძე ნესტანი
  4. ბალაძე დაჩი (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ტერ-კარაპეტიანი ალექსი
  5. სხვიტარიძე დანიელ (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ბოლქვაძე ბადრი

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. მამულაძე ანასტასია (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: ჩარგეიშვილი რაფიელი
  2. ცაციაშვილი ანასტასია (7-დან 3 ქულა) მწვრთნელი: დოლიძე ოთარი
  3. ჩიქოვანი ელისაბედი (7-დან 2.5 ქულა) მწვრთნელი: ჩარგეიშვილი რაფიელი

10 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ბერიშვილი ალექსანდრე (7-დან 6 ქულა) მწვრთნელი: გუგეშაშვილი ქეთევანი
  2. აბულაძე ილია (7-დან 6 ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზი
  3. კალანდაძე ალექსანდრე (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ნიგალაძი გაიოზი
  4. ბალაძე მერაბი (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: თურმანიძე ეთერი
  5. წივწივაძე დაჩი (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ლომინეიშვილი მაია

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. ზამბახიძე ანასტასია (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: მორჩიაშვილი ბაჩანა
  2. ზამბახიძე მარიამ (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: მორჩიაშვილი ბაჩანა
  3. რუხაძე თამარი (7-დან 4 ქულა ) მწვრთნელი: ჩარგეიშვილი რაფიელი

12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. კახიშვილი ანდრია (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი: ჭადაშვილი ალექსანდრე
  2. ცივაძე რევაზი (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ჭეფხოძე ნანა
  3. გაბელაია ვანო (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ჩარგეიშვილი რაფიელი
  4. დოლიძე შოთა (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზი
  5. გოგუაძე სანდრო (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: მაღალაშვილი დავითი

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. შონია ბარბარე (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: თორია გოჩა/ მაღალაშვილი დავითი
  2. მელაძე ანასტასია (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: ბოლქვაძე იამზე
  3. პანფილოვა ტომილა (7-დან 3.5 ქულა) მწვრთნელი: ლაჟევსკაია ჟანა

20 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. კალანდაძე მარიამ (7-დან 7ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზი
  2. სილაგაძე მათე (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ჩარგეიშვილი რაფიელი
  3. ჯიბუტი ალექსანდრე (7-დან 4.5 ქულა)
  4. ასკეროვ ნუგზარი (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ცხომელიძე ბადრი
  5. გოგიაშვილი დემეტრე (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: ტერ-კარაპეტიანი ალექსი

გოგონათა ნომინაციის მედალოსნები:

  1. ბოდნარუკ კსენია (7-დან 5.5 ქულა)
  2. ართმელაძე ინეზა (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: ბოლქვაძე იამზე
  3. ბუზალაძე ლია (7-დან 3.5 ქულა) მწვრთნელი: ბახტაძე ხვიჩა

14 წლამდე ჭაბუკთა ნომინაციის გამარჯვებული:

ცეცხლაძე შოთა (7-დან 4.5 ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზი

14 წლამდე გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

წივწივაძე ნინი (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი: ჭუმბურიძე გია

16 წლამდე ჭაბუკთა ნომინაციის გამარჯვებული:

გოგიაშვილი გიორგი (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: ტერ-კარაპეტიანი ალექსი

16 წლამდე გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

ქედელიძე ანეტა (7-დან 5 ქულა) მწვრთნელი: დიდმანიძე თენგიზი

მწვრთნელთა კონკურსის გამარჯვებულები:

  1. დიდმანიძე თენგიზ
  2. ჩარგეიშვილი რაფიელი
  3. ტერ-კარაპეტიანი ალექსი
  4. ბოლქვაძე იამზე
  5. ჭადაშვილი ალექსანდრე

დახურვის ცერემონიის ფოტოკოლაჟი: