“ბათუმი 2024”-ის შედეგები ბოლო ტურის წინ

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2024” მიმდინარეობს.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ ყველა კატეგორიის გამარჯვებულს, ფასიან საჩუქრებთან ერთად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილისგან ლეგენდარული ჩემპიონის ავტოგრაფით გადაეცემათ საჭადრაკო დაფა.

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია;
  • 10 წლამდე ღია კატეგორია;
  • 12 წლამდე ღია კატეგორია;
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართულია 100 სპორტსმენი წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, ინგლისი, უკრაინა, ყაზახეთი და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

VII ტური 1 აგვისტოს 12:00 საათიდან დაიწყება.

ღონისძიების დაჯილდოების ცერემონია 16:00 საათზე გაიმართება.

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი -1 (უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი;
  3. ურთიერთშორის შეხვედრა;
  4. მოგებების რაოდენობა;
  5. პროგრესი (რეგრესით);

20 წლამდე კატეგორიის ლიდერები:

  1. კალანდაძე მარიამ (6-დან 6 ქულა)
  2. სილაგაძე მათე (6-დან 5 ქულა)

12 წლამდე კატეგორიის ლიდერები:

  1. კახიშვილი ანდრია (6-დან 4.5 ქულა)
  2. დოლიძე შოთა (6-დან 4.5 ქულა)

10 წლამდე კატეგორიის ლიდერები:

  1. აბულაძე ილია (6-დან 6 ქულა)
  2. ალექსანდრე ბერიშვილი (6-დან 5 ქულა)

8 წლამდე კატეგორიის ლიდერები:

  1. სოსელია ევა (6-დან 5 ქულა)
  2. ხაფავა დანიელ (6-დან 5 ქულა)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: