საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმი 2024”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2024” გაიმართება.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ფესტივალი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია (2016 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 10 წლამდე ღია კატეგორია (2014 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 12 წლამდე ღია კატეგორია (2012 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი (2004 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://forms.gle/a9QKd4ECrmgAHxFE9

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 23 ივლისის 19:00 საათი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა:  მობ: 558 410904

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ფესტივალის განრიგი:

ჩამოსვლის დღე25 ივლისი
გახსნა26 ივლისი13:00
I ტური26 ივლისი14:00
II ტური27 ივლისი14:00
III ტური28 ივლისი14:00
‘’გია მახარაძის თასი’’ 8,10,12
წლამდე და ღია კატეგორიაში
28 ივლისი17:00
IV ტური29 ივლისი14:00
V ტური30 ივლისი14:00
VI ტური31 ივლისი14:00
VII ტური1 აგვისტო12:00
დახურვა1 აგვისტო16:00

დაჯილდოება და პრიზები:

ყველა კატეგორიის გამარჯვებული ხუთეული და საუკეთესო 3 გოგონა დაჯილდოვდება დიპლომით და ფასიანი საჩუქრით, სამეული – მედლით და ჩემპიონი ასევე თასით.

ტურნირში ასევე 14 და 16 წლამდე კატეგორიებში გამოიყოფა 1 საუკეთესო ჭაბუკი და გოგონა, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.

მონაწილის მიერ 2 პრიზის მოგების შემთხვევაში, გადაეცემა უმაღლესი ადგილის ჯილდო.

– პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.

მწვრთნელთა კონკურსი:

მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი, რომ ფესტივალის ასაკობრივ კატეგორიებში თამაშობდეს მისი მინიმუმ 3 მოსწავლე და პედაგოგი იმყოფებოდეს ტურნირზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ მე-3 ტურის დაწყებამდე.

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელების ქულათა შედეგების შეჯამება მოხდება შემდეგი პრინციპით:

I ადგილი – 10 ქულა

II ადგილი – 8 ქულა

III ადგილი – 6 ქულა

IV ადგილი – 4 ქულა

V ადგილი – 2 ქულა

ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული 5 მწვრთნელი დიპლომთან ერთად დაჯილდოვდება ფულადი საჩუქრით:

28 ივლისს, ასევე გაიმართება ‘’გია მახარაძის თასი’’ – ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში და 8,10,12 წლამდე კატეგორიებში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ფესტივალის სპორტსმენებთან ერთად შეეძლებათ დელეგაციების თანმხლებ პირებს და ყველა მსურველს. დასაწყისი 17:00 სთ.

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

აუცილებლობის შემთხვევაში, რეიტინგის დათვლას, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

პრიზები:

გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლით და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონი ასევე თასით. ტურნირში ასევე გამოიყოფა საუკეთესო მადნილოსნის ნომინაცია.

ყველა კატეგორიაში ასევე დაჯილდოვდება საუკეთესო შედეგის მქონე ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.

– პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება, რომელიც გაიმართება 1 აგვისტოს 16:00 საათზე.

ფესტივალის ‘’ბათუმი 2024’’ სატურნირო შესატანია 40 ლ.

ბლიც ტურნირის სატურნირო შესატანია 10 ლ.

სოციალურად დაუცველი და შშმ პირები გათავისუფლებულები არიან სატურნირო შესატანისგან.

სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია

საინდ. კოდი: 245424704  ს.ს.“საქართველოს ბანკი“ ანგარიშის № GE95BG 0000 000 363 099 200

საერთო წესები:

ტურზე დაგვიანების შემთხვევაში, საათზე დროის ამოწურვის შემდეგ მონაწილეს ჩაეწერება წაგება.

პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეწერება წაგება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი