23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ველოგარბენი და მძლეოსნური გარბენი ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, 2-2,5 კმ დისტანციაზე შესრულდა.
გარდა ამისა, აქტივობები ჩატარდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის ჭადრაკში.
გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
საერთაშორისო ოლიმპიური დღე 1948 წლიდან აღინიშნება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:


