აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში საახალწლო ღია ტურნირი გაიმართება.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ღია და 8,10,12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში
A) ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოჭადრაკეს
B) 12 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2013 წლის 1
იანვრიდან;
C) 10 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2015 წლის 1
იანვრიდან;
D) 8 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2017 წლის 1
იანვრიდან.
ტურნირის სათამაშო წესები:
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით
ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს
განსაზღვრავს ორგანიზატორი.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/2L69jwBLLJgEAs9EA
საკონტაქტო მობ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 დეკემბრის 19:00 საათი.
ტურნირის განრიგი:

სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
პრიზები:
- ყველა კატეგორიის გამარჯვებული სამეული და საუკეთესო მანდილოსანი დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონს ასევე გადაეცემა თასი.
- ღია ტურნირში ასევე დაჯილდოვდება საუკეთესო შედეგის მქონე ვეტერანი და შშმ პირი, რომლებსაც გადაეცემათ დიპლომი, მედალი და ფასიანი საჩუქარი.
რამოდენიმე ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა 1 უმაღლესი პრიზი.

