თბილისის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 28-29 დეკემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საახალწლო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “თბილისის თასი – 2022” გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი.
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა
https://forms.gle/tPVa6fWFVKnd4wCH6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 დეკემბერი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
სატურნირო შესატანია 15 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირები: ღია ტურნირი და ქალთა ტურნირი
დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დაითვლება ფიდეს რეიტინგი ბლიცში.
ტურნირის განრიგი:
| ტური | თარიღი | დრო |
| გახსნა | 29 დეკემბერი | 14.00 |
| I ტური | 29 დეკემბერი | 14.00 |
| II ტური | 29 დეკემბერი | |
| III ტური | 29 დეკემბერი | |
| IV ტური | 29 დეკემბერი | |
| V ტური | 29 დეკემბერი | |
| VI ტური | 29 დეკემბერი | |
| VII ტური | 29 დეკემბერი | |
| VIII ტური | 29 დეკემბერი | |
| IX ტური | 29 დეკემბერი | |
| დახურვა | 29 დეკემბერი |
დაჯილდოება:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.
საპრიზო ფონდი – 2 200 ლარი.
| ადგილი | ვაჟები | ქალები |
| 1 | 600 | 500 |
| 2 | 400 | 300 |
| 3 | 200 | 200 |
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

