აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 23-24 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საახალწლო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ‘’ბათუმის თასი – 2023’’ გაიმართა.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდა ღია და ასაკობრივ კატეგორიებში: 8,10 და12 წლამდე.
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
ღია კატეგორიაში დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
ღია კატეგორის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით, ჩემპიონს ასევე გადაეცა თასი.
- I ადგილი – ზვიად ქამადაძე (9-დან 7.5 ქულა)
- II ადგილი – ჟანნი ლაჟევსკაია (9-დან 7.5 ქულა)
- III ადგილი – თენგიზ დიდმანიძე (9-დან 6.5 ქულა)
ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფულადი
პრიზით.
- I ადგილი – ქსენია ბოდნარუკ (9-დან 6.5 ქულა)
საუკეთესო შედეგის მქონე ვეტერანი დაჯლდოვდა დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით.
- I ადგილი – ბადრი ცხომელიძე (9-დან 4.5 ქულა)
საუკეთესო შედეგის მქონე შშმ პირი დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და
ფულადი პრიზით.
- I ადგილი – ანანო გოგონაძე (9-დან 3.5 ქულა)
8, 10 და 12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდა
დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონს ასევე გადაეცა თასი.
8 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:
- საბა სარჯველაძე (9-დან 9 ქულა)
- თევდორე ცინცაძე (9-დან 7 ქულა)
- მერაბ ბალაძე (9-დან 6.5 ქულა)
საუკეთესო გოგონა – მილანიკა ლოზოვიჩ (9-დან 6 ქულა)
10 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:
- ალექსანდრე კალანდაძე (9-დან 8 ქულა)
- ილია აბულაძე (9-დან 7 ქულა)
- ტიმოფიი სოლდატენკო (9-დან 6.5 ქულა)
საუკეთესო გოგონა – ალინა პასტუშენკო (9-დან 6.5 ქულა)
12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:
- იაროსლავ საფირ (9-დან 8 ქულა)
- დანიილ ფალალიევ (9-დან 6.5 ქულა)
- ნიკოლოზ სარჯველაძე (9-დან 6 ქულა)
საუკეთესო გოგონა – ანეტა ქედელიძე (9-დან 7.5 ქულა)