აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის ბათუმის სპორტის სასახლეში, ჟურნალისტებს შორის ”ბათუმის თასი” გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, წრიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.
ტურნირის გამარჯვებული 8-დან 8 ქულით გახდა დავით ფარტენაძე! II-III ადგილები 5.5 ქულით გაიყვეს ირაკლი ქათამაძემ და სოსო სტურუამ. ქალთა ნომინაციაში კი ჯილდო მოიპოვა ხატია იაშვილმა.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: