29 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით სერბეთი მასპინძლობს პირველ საჭადრაკო ოლიმპიადას შშმ პირთა შორის.
ღონისძიება ტარდება გუნდურად, შვეიცარული სისტემით 6 ტურად. მონაწილეობს 100-ზე მეტი მოჭადრაკე 33 ქვეყნიდან. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლისთვის +30 წუთი თამაშის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
თითოეული გუნდი შედგება 4 მოთმაშესგან. გუნდების საწყისი სია და მათი შემადგენლობა შეგიძლიათ იხილოთ აქ .
გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ფიდეს პრეზიდენტი, არკადი დვორკოვიჩი, ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი, აკაკი იაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.