ოქროს მედალი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში

ბრაზილიის ქალაქი ფლორიანოპოლისში, 4 ოქტომბერს, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში 14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში ფიდეს პირველი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 14,16 და 18 წლამდე ღია და გოგონათა შორის. დროის კონტროლი: 90 წუთი.

ტურნირის სამივე კატეგორიაში მონაწილეობდა 88 სპორტსმენი. საქართველოდან 14 წლამდე კატეგორიას 2 ბათუმელი მოჭადრაკე წარმოადგენდა: კესარია მგელაძე და მარიამ კალანდაძე.

დებულების მიხედვით ყველა კატეგორიას უნდა ამოეხსნა 8 ამოცანა:

  • 3 ამოცანა – შამათი 2 სვლაში
  • 2 ამოცანა – შამათი 3 სვლაში
  • 1 ამოცანა – შამათი 4 სვლაში
  • 2 ამოცანა – ეტიუდი

აღსანიშნავია, რომ კესარია მგელაძემ 14 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა!

მეორე ადგილზე, ფიდეს სახელით მოასპარეზე დიანა პრეობრაჟენსკაია გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი უზბეკი ნილუფარხონი იმომკუზიევა გახდა.