მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ორგანიზებით, პირველად ჭადრაკის ისტორიაში, 22 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com მიმდინარეობს ონლაინ-ოლიმპიადა!
ტურნირში მონაწილეობას ღებულობს 163 ქვეყანა. შეჯიბრება ტარდება 2 ეტაპად. კონტინენტალურ საჭადრაკო ფედერაციებს აქვს რამოდენიმე ქვეყნის ნომინირების შესაძლებლობა, რომლებიც ჩაერთვებიან პირდაპირ პირველი ეტაპის უმაღლეს დევიზიონში, რომელიც გაიმართბეა 19 აგვისტოდან 23 აგვისთოს ჩათვლით.
გუნდები შედგება 12 მონაწილისგან. თითოეულ გუნდში იქნება 6 დაფა: 1-2 დაფა იქნება მამაკაცთა, 3-4 ქალთა, 5-6 კი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათათვის. გუნდს კაპიტანთან ერთად ეყოლება თითო სარეზერვო მონაწილე ყველა დაფაზე.
დროის კონტროლი: 15 წუთი 5 წამის დამატებით.
საქართველოს გუნდი, ევროპის საჭადრაკო კავშირის ნომინირებით ტურნირში ჩაერთვება პირდაპირ პირველი ეტაპის უმაღლეს დევიზიონში. მეორე ეტაპზე ერთამენთს უკვე შეეჯიბრება 16 გუნდი: 12 გუნდი იქნება უმაღლეს დევიზიონში 4-ვე ქვეჯგუფიდან გამარჯვებულები, (ყველა დევიზიონიდან 3 გუნდი გადადის მეორე ეტაპზე) 4 კი დაემატება ფიდეს ნომინირებით. ეს ეტაპი გაიმართება უკვე ნოკაუტ სისტემით.
საქართველოს გუნდის შემადგენლობა:
I დაფა – ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე (სათადარიგო)
II დაფა – ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე (სათადარიგო)
III დაფა – ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი (სათადარიგო)
IV დაფა – მერი არაბიძე, ბელა ხოტენაშვილი (სათადარიგო)
V დაფა – ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა (სათადარიგო)
VI დაფა – დიანა ლომაია, ლილე ქორიძე (სათადარიგო)
გუნდის კაპიტანი – საერთაშორისო დიდოდსტატი ვალერიანე გაფრინდაშვილი.