საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის „ნიჭიერთა საჭადრაკო სკოლა“ იწვევს 5 – 6 წლის გოგონებს.
პირველ ეტაპზე სკოლაში ჩაირიცხებიან 2017 და 2018 წელს დაბადებული გოგონები.
სასწავლო პროცესს თანამედროვე მეთოდოლოგიით გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები
მოსწავლეთა მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება 4–6 მოსწავლით.
მეცადინეობა გაიმართება კვირაში 3–ჯერ, ხანგრძლივობა – 90 წუთი.
რეგისტრაცია იწარმოებს 20 აგვისტოდან – 20 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/FTbx5wKa3acScH9y9
მოსწავლეთა ტესტირება გაიმართება 21 – 26 სექტემბერს.
სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს. სწავლის საფასური თვეში – 150 ლარი.
სასწავლო პროცესი წარიმართება ეტაპობრივი სისტემით, ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად სამ თვეში ერთხელ ჩატარდება ტესტირება;
სწავლებას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს სკოლის ადმინისტრაცია.
მისამართი: თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე, ვერის ბაღი, კოსტავას 29.
საკონტაქტო ინფორმაცია: სოფიო გვეტაძე 555 114-353; დათო კოდუა 593 399-264.