2019 წლის 16-19 სექტემბერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ვანის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ქ. ვანში გაიხსნება ნინო ხურციძის სახელობის საჭადრაკო სკოლა და ასევე, ჩატარდება საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში – ნინო ხურციძის მემორიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათი პერსონალურად მოწვეული მოჭადრაკე:
- ნანა ძაგნიძე (საქართველო)
- მერი არაბიძე (საქართველო)
- ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)
- ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)
- მაია ლომინეიშვილი (საქართველო)
- ნინო ბაციაშვილი (საქართველო)
- ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)
- ქეთევან კახიანი-გერსინსკა (გერმანია)
- სალომე მელია (საქართველო)
- ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი)
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, თითოეულ მოჭადრაკეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, თითო სვლაზე 10 წამის დამატებით.
მემორიალის საპრიზო ფონდი შეადგენს 5700 ევროს ექვივალენტს ლარში
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დებულება და ტექნიკური შედეგები: