საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 6 – 7 დეკემბერს, “ნინო გურიელის თასი-2024” ღია და ქალთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
ღონისძიება გაიმართება ქ. თბილისის ეროვნულ სასახლეში. მის: რუსთაველის გამზირი №6.
სათამაშო წესები:
- დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
- ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
ტურნირებში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები;
ღია და ქალთა ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM, FM, WFM) მქონე მოჭადრაკეებს;
- ღია ტურნირში 1800 და ქალთა ტურნირში 1600 და მეტი ფიდეს ნებისმიერი (სტანდარტულ, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში) რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს (2024 წლის 1 დეკემბრის
მდგომარეობით); - ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლის მიერ წარმოდგენილ (მოწვეულ) 2 ჭაბუკს და 2 გოგონას.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე
(სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ხოლო, 18 წლამდე ასაკის
მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა –
https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
მონაწილეებმა ტურნირზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/caznK68bdVNetxyf9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 დეკემბერი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.
სატურნირო შესატანისგან განთავისუფლებულნი არიან მოჭადრაკეები ფიდეს შემდეგი
წოდებებით: GM, IM, WGM, WIM.
ტურნირების განრიგი:
დაჯილდოება:
- ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან: ნინო გურიელის სახელობის თასით, მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
- II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით;
საპრიზო ფონდი:
ღია და ქალთა ტურნირების ფულადი პრიზი – 6200 ლარი:
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი