საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5 – 7 დეკემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში “ნინო გურიელის თასი-2021” გაიმართება.
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
- 2021 წლის საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
- მოჭადრაკეები რეიტინგით სტანდარტში 2200 და მეტი (ფიდეს 01.12.2021წ რეიტინგ-სიით).
ქალთა ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
- 2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
- მოჭადრაკეები რეიტინგით სტანდარტში 2000 და მეტი (ფიდეს 01.12.2021წ რეიტინგ-სიით);
ღია და ქალთა ტურნირებში დაიშვებიან 16, 18 და 20 წლამდე 2021 წლის საქართველოს ჩემპიონები;
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 13 ტურად.
დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
დაითვლება ფიდეს რეიტინგი ბლიცში.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
ტურნირში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს 5 დეკემბრისა 18:00სთ.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა მობ: 558 11 86 83 ;
განრიგი:
ტური | რიცხვი | დრო |
ჩამოსვლის / რეგისტრაციის დღე | 5 დეკემბერი | |
გახსნა | 6 დეკემბერი | 14:30 |
I – VII ტური | 6 დეკემბერი | 15:00 |
VIII – XIII ტური | 7 დეკემბერი | 15:00 |
დახურვა | 7 დეკემბერი | 17:00 |
დაჯილდოება:
- ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ნინო გურიელის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
- II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
საპრიზო ფონდი:
ძირითადი პრიზი – 6000 ლარი:
ტურნირი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
ღია ტურნირი | 1200 | 800 | 500 | 300 | 200 |
ქალთა ტურნირი | 1200 | 800 | 500 | 300 | 200 |
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო დიდოსტატი – ნინო გურიელი
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა