დასრულდა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატი. ტურნირის გამარჯვებული 9-დან 7 ქულით ბათუმელი ნინო ბაციაშვილი გახდა! აღსანიშნავია, რომ მან უკვე მესამედ მოიგო საქართველოს ქალთა ჩემპიონის ტიტული!
II-III ადგილები 6,5 ქულით მერი არაბიძემ და ბელა ხოტენაშვილმა გაიყვეს.
საპრიზო სამეულში გასულმა სპორტსმენებმა, ტურნირში დაწესებული ფულადი პრიზების გარდა, 2020 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურებიც მოიპოვეს.
ტურნირში ჩვენი რეგიონიდან 2 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას. სალომე მელიამ სოფიკო გვეტაძესთან ერთად 5-6 ადგილები გაიყო.
ტურნირის საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგნედა, საიდანაც გამარჯებულს 10 000 ლარი ერგო პრიზად!