10-11 იანვარს, მონაკოში, ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში გაიმართა.
ღონისძიება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 5 წუთი 3 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.
ასპარეზობაზე 30 ქვეყნის 143 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
გადამწყვეტ ტურში ბათუმელმა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სტრაფ ჭადრაკში.
აღსანიშანვია, რომ სოფიო გვეტაძემ 11-დან 8 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

