იტალიაში გამართულ მსოფლიოს ჩეპიონატზე 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, თბილისელმა ნიკოლოზ კაჭარავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე, ყოველ სხვაზე 30 წამის დამატებით.
ნიკამ 11-დან 8 ქულა დააგროვა, I-V ადგილი გაინაწილა, რეიტინგს 20 ქულა შემატა და დიდოსტატობის მორიგი ბალიც შეასრულა!
საქართველოდან მონაწილეობდნენ:
- ნიკოლოზ კაჭარავა (11-დან 8 ქულა)
- ნიკოლოზ პეტრიაშვილი (11-დან 6.5 ქულა)
- ეკატერინე ფიფია (11-დან 6 ქულა)