ნანა ძაგნიძემ წარმატებით იასპარეზა უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში 9-15 მარტს, გამართულ ქალთა ძლიერ საერთაშორისო დახურულ ტურნირზე – “IV International Women’s Chess Championship Uzbekistan”.
ტურნირი წრიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მასში 8 ქვეყნის 10 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
დროის კონტროლი: 60 წუთი 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენელმა ნანა ძაგნიძემ შეჯიბრი მარცხის გარეშე ჩაატარა: 3 პარტიაში გაიმარჯვა, 6 პარტია ყაიმით დაასრულა. საბოლოოდ ნანამ 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და საკუთარ რეიტინგს 9 ქულა შემატა!
საბოლოო შედეგები:


