2024 წლის 25 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:
- 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115)
- სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30ლ.) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე – სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
რეგისტრაცია დასრულდება 23 მაისს 18:00 საათზე.
სარეგისტრაციო ბმული – https://forms.gle/2pTzEQNfbnfrSBMf6