2023 წლის 26 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად.
მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:
1. 2023 წლის შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (24ლ);
2. სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30ლ) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე – სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE38TB7313936080100011 საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22