2022 წლის 19 მარტს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდა გაიმართა.
სამწვრთნელო ‘C’ კატეგორიის მოსაპოვებლად 10 აპლიკანტი მონაწილეობდა.
დაგროვილი ქულების მიხედვით გამოცდა წარმატებით ჩააბარა 6-მა მონაწილემ: ნიკა ღვამბერიამ (50 ქულა), ადა ქაქუთიამ (50 ქულა), გიერგ წიფიანმა (50 ქულა), ლუკა ლიჩელმა (50 ქულა), გიორგი თავზარაშვილმა (47 ქულა) და თამარ ქათამიძემ (45 ქულა).
მინიმალური ზღვარი (38 ქულა) ვერ გადალახა ოთხმა აპლიკანტმა.
საგამოცდო კომისიის წევრები:
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და საერთაშორისო დიდოსტატი კომპოზიციების შედგენაში,დავით გურგენიძე.
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია ‘ფიდე’ მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი.