25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, ნიუ-იორკში, მსოფლიო პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება.
სწრაფი ჭადრაკის სათამაშო დღეებია 26-28 დეკემბერი, ხოლო ელვისებურის – 30-31 დეკემბერი. ღონისძიებაში 300-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.
ვაჟთა ტურნირები შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართება, ქალთა კი – 11 ტურად. სწრაფი ჭადრაკის დროის კონტროლია: 15 წუთი 10 წამის დამატებით. ელვისებურის დროის კონტროლია: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე 8 სპორტსმენი იასპარეზებს:
ქალთა შორის:
- ნანა ძაგნიძე;
- ბელა ხოტენაშვილი;
- ნინო ბაციაშვილი;
- ლელა ჯავახიშვილი;
- ინგა ჭარხალაშვილი;
- სალომე მელია;
ვაჟთ შორის:
- მერაბ გაგუნაშვილი;
- ნიკოლოზ კაჭარავა.