მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

26-დან 30 დეკემბრის ჩათვლით, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, მოჭადრაკეები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ, როგორც ღია, ასევე ქალთა კატეგორიებში. 

საპრიზო ფონდი მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 700,000 აშშ დოლარი ღია პირველობისთვის და 300,000 აშშ დოლარი ქალთა ტურნირისთვის.

ფორმატი:

ორივე ღონისძიება შვეიცარული სისტემით ჩატარდება.

ღია სწრაფი ტურნირი13 რაუნდისგან შედგება, ელვისებური კი – 21.
ქალთა სწრაფ ტურნირში 11 ტური გაიმართება, ელვისებურში კი 17.

დროის კონტროლი:

სწრაფი: 15 წუთი + 10 წამი მატება თითო სვლაზე, პირველი სვლიდან.
ელვისებური: 3 წუთი + 2 წამი მატება თითო სვლაზე, პირველი სვლიდან.

ღონისძიებაში საქართველოს 7 სპორტსმენი წარმოადგენს:

ქალთა შორის ასპარეზობენ:

  • ხოტენაშვილი ბელა
  • არაბიძე მერი
  • ბაციაშვილი ნინო
  • გვეტაძე სოფიო

ვაჟთა შორის ასპარეზობენ:

  • ჯობავა ბაადური
  • ყუფარაძე გიგა
  • ფანცულაია ლევან