5-დან 12 ივნისის ჩათვლით, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტიროს, სპორტის დეპარტამენტის, ბათუმის მერიის და რეგიონის სრული მხარდაჭერით, ბათუმი კვლავ უმასპინძლებს მაღალი რანგის საჭადრაკო ღონისძიებას. მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 8, 10,12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება 5-8 ივნისს, ელვისებურ ჭადრაკში კი 9-12 ივნისს.
ტურნირები ჩატარდება შვეიცარული სისტემით 11 ტურად.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
ტურის მსვლელობის დროს იქნება სათამაშო დარბაზის ვიდეო ტრანსლირება, ასევე ლაივ დაფები და ყოველდღიურად გაიმართება პარტიების კომენტირება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ქვეყნის 500-მდე მონაწილე. საქართველოდან წარმოდგენილი იქნება 120 მოჭადრაკე, მათ შორის კი 22 აჭარიდან.
ჩვენი რეგიონის ღირსებას დაიცავენ:
- გაბრიელ მჟავანაძე (Open 08)
- საბა სარჯველაძე (Open 08)
- მარიამ გოგუაძე (Girls 08)
- რატი დიასამიძე (Open 10)
- ალექსანდრე კალანდაძე (Open 10)
- ილია აბულაძე (Open 10)
- ნინო ნაკაშიძე (Girls 10)
- ალინა პასტუშენკო (Girls 10)
- შოთა დოლიძე (Open 12)
- სანდრო გოგუაძე (Open 12)
- ნუგზარ ასკეროვი (Open 12)
- ნიკოლოზ სარჯველაძე (Open 12)
- დავით შველიძე (Open 12)
- ანეტა ქედელიძე (Girls 12)
- დემეტრე გოგიაშვილი (Open 14)
- გიორგი გოგიაშვილი (Open 14)
- გიორგი ჭანტურია (Open 14)
- კესარია მგელაძე (Girls 14)
- მარიამ ცეცხლაძე (Girls 14)
- მარიამ კალანდაძე (Girls 14)
- ლულუ დიასამიძე (Girls 14)
- თიკო ბერაია (Girls 14)
ღონისძიების განრიგი
შეჯიბრებას უპასპინძლებს სასტუმრო “Euphoria”.
5 ივნისი | ჩამოსვლის დღე | |
6 ივნისი | 10:00 | კაპიტნების შეხვდედრა |
6 ივნისი | 14:45 | სწრაფი ჭადრაკის გახსნის ცერემონია |
6 ივნისი | 15:00 | 1 ტური |
6 ივნისი | 16:15 | 2 ტური |
6 ივნისი | 17:30 | 3 ტური |
7 ივნისი | 15:00 | 4 ტური |
7 ივნისი | 16:15 | 5 ტური |
7 ივნისი | 17:30 | 6 ტური |
7 ივნისი | 18:45 | 7 ტური |
8 ივნისი | 15:00 | 8 ტური |
8 ივნისი | 16:15 | 9 ტური |
8 ივნისი | 17:30 | 10 ტური |
8 ივნისი | 18:45 | 11 ტური |
9 ივნისი | მსოფლიო ჩემპიონატი კომპოზიციაში | დასვენების დღე |
9 ივნისი | ოფიციალური მწვრთნელების ტურნირი | დასვენების დღე |
9 ივნისი | პარალელური აქტივობა საფეხბურთო მატჩი | დასვენების დღე |
10 ივნისი | 14:45 | ელვისებური ჭადრაკის გახსნის ცერემონია |
10 ივნისი | 15:00 – 15:40 | 1 ტური |
10 ივნისი | 15:40 – 16:20 | 2 ტური |
10 ივნისი | 16:20 – 17:00 | 3 ტური |
10 ივნისი | 17:00 – 17:40 | 4 ტური |
10 ივნისი | 17:40 – 18:20 | 5 ტური |
10 ივნისი | 18:20 – 19:00 | 6 ტური |
11 ივნისი | 14:00 – 14:40 | 7 ტური |
11 ივნისი | 14:40 – 15:20 | 8 ტური |
11 ივნისი | 15:20 – 16:00 | 9 ტური |
11 ივნისი | 16:00 – 16:40 | 10 ტური |
11 ივნისი | 16:40 – 17:20 | 11 ტური |
11 ივნისი | 20:00 | დახურვის ცერემონია – სასტუმრო ”ლეგენდა” |
12 ივნისი | გამგზავრება |