მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

ყაზახეთის უსმხვილეს ქალაქ ალმათიში, 25 დეკემბერს სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ასპარეზობაში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ: მსოფლიოს ჩემპიონი ყველა ვერსიით მაგნუს კარლსენი, ჰიკარუ ნაკამურა, ანა მუზიჩუკი, ნანა ძაგნიძე, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანტუანეტა სტეფანოვა და სხვანი.

განრიგი:

  • შეჯიბრი სწრაფ ჭადრაკში 3 დღე გაგძელდება: 26;27 და 28 დეკემბერი;
  • ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 29-30 დეკემბერს.

საქართველოდან მონაწილეობას ღებულობენ:

ქალთა შორის: ვაჟთა შორის:

  • ნანა ძაგნიძე (2416) ბაადურ ჯობავა (2688)
  • მერი არაბიძე (2404) გიგა ყუფარაძე (2538)
  • ბელა ხოტენაშვილი (2385) ლევან ფანცულაია (2522)
  • ნინო ბაციაშვილი (2365)
  • ლელა ჯავახიშვილი (2364)
  • სოფიო გვეტაძე (2245)
  • სოფიო ტერელაძე (2100)

სწრაფი ჭადრაკის შედეგები:

ვაჟთა შორის: გიგა ყუფარაძე (13-დან 7 ქულა); ლევან ფანცულაია (13-დან 7 ქულა); ბაადურ ჯობავა (13-დან 4 ქულა);

ქალთა შორის: ბელა ხოტენაშვილი (11-დან 7.5 ქულა); ნინო ბაციაშვილი (11-დან 7 ქულა); ნანა ძაგნიძე (11-დან 7 ქულა); მერი არაბიძე (11-დან 7 ქულა); ლელა ჯავახიშვილი (11-დან 5.5ქულა); სოფიო ტერელაძე (11-დან 5 ქულა); სოფიო გვეტაძე (11-დან 4.5 ქულა).

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის პირველობა და სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მაგნუს კარლსენმა უკვე მეოთხედ მოიპოვა! ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჩინელი ტან ჟონგი.

29 დეკემბერს დაიწყება ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. ღონისძიება შვეიცარული სისტემით 21 ტურად გაიმართება, დროის კონტროლი 3 წუთს + 2 წამი. ვაჟთა შორის 177 მონაწილე იასპარეზობს, ხოლო ქალთა შორის 99!