მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის

22 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ გალიპოლიში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის!

ტურნირი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება: 50+ და 65+, ღია და ქალთა შორის.

ასპარეზობაში მონაწილეობს 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე, საქართველოდან ასპარეზობენ:

  • ალექსანდრე ყაშაშვილი (50+)
  • ზურაბ სტურუა (65+)
  • მიხეილ კეკელიძე (50+)
  • ზაზა ხოფერია (50+)
  • ნონა გაფრინდაშვილი (65+)
  • სოფიო ტერელაძე (50+)
  • ინგა ხურცილავა (50+)
  • სოფიო ნიკოლაძე (50+)

აღსანიშნავია, რომ 50+ კატეგორიაში ქალთა შორის პირველობისთვის ბათუმელი სოფიო ტერელაძე ასპარეზობს!