25 ოქტომბერს ტერასინში სტარტი აიღო FIDE-ს 31-ე ჩემპიონატმა სენიორთა შორის. აღსანიშნავია, რომ იტალიამ უკვე რვაჯერ უმასპინძლა ამ ტურნირს. წლევანდელი ღონისძიება ტარდება ულამაზეს კუნძულ სიცილიაზე.
ყოველი კატეგორია იმარტება შვეიცარული სისტემით, 11 ტურად. დროის კონტროლით: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ასპარეზობაში 53 სხვადასხვა ეროვნული ფედერაციის 271 მოთამაშე მონაწილეობს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვიან შემდეგ კატეგორიებში: ღია 50+, ღია 65+ და ქალთა შორის.
FIDE-ს ღონისძიებების კომისიის გადაწყვიტილებით ქალთა 50+ და 65+ კატეგორიები გაერთიანდა და შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად დაინიშნა. პრიზები გადაეცემათ ორივე კატეგორიაში ცალ-ცალკე, საბოლოო პოზიციების მიხედვით.
საქართველოდან პირველობისთვის ბრძოლობენ:
- ნონა გაფრინდაშვილი (Women 65+)
- სოფიკო ტერელაძე (Women 50+)
- ზურაბ სტურუა (Open 50+)
- როინ ლიპარტელიანი (Open 65+)