5 მარტს პრაღაში სტარტი აიღო მსოფლიოს გუნდურმა ჩემპიონატმა ვეტერან მოჭადრაკეთა შორის. მსოფლიოში არსებული ეპიდემიიდან გამომდინარე, ტურნირზე არ გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა, თუმცა, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარტის შუა რიცხვებში ჩეხეთის ხელისუფლებამ აკრძალა სპორტული ღონისძიებების ჩატარება, სადაც იქნებოდა 100 -ზე მეტი მონაწილე და შესაბამისად ვეტერანთა ტურნირიც შეწყდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ 7 ტურის შედეგების მიხედვით და დახურვის ცერემონია 14 მარტის ნაცვლად 12 მარტს გაიმართა.