25 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, მონტენეგრო მასპინძლობს მსოფლიოს პირველობას 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება, დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
საქართველოდან ტურნირში მონაწილეობს 4 სპორტსმენი:
- მგელაძე კესარია (4-დან 3.5 ქულა)
- კირთაძე ანასტასია (4-დან 2.5 ქულა)
- კილაძე ლუკა (4-დან 2.5 ქულა)
- ყალიჩავა აკაკი (4-დან 1.5 ქულა)
აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა მოჭადრაკემ კესარია მგელაძემ, მეოთხე ტურში ფიდეს სახელით მოასპარეზე ოლგა კარმანოვა დაამარცხა და 3,5 ქულით I-IX ადგილს ინაწილებს! მომდევნო ტურში მისი მეტოქე ანა ჟუროვა(ფიდე) იქნება.