17-24 ნოემბერს, ესპანეთის ლეგენდარულ ჭადრაკის ქალაქში, ლინარესში FIDE-ს ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი იმართება.
ტურნირში მონაწილეობს 12 უძლიერესი ქალთა ნაკრები.
თითოეული ჯგუფი თამაშობს წრიული სისტემით ხუთ ტურად. დროის კონტროლი მთელი პარტიის განმავლობაში 45 წუთი, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.
20 ნოემბერს, პირველი ეტაპი ჯგუფებს შორის დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა “B” ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა!
21 ნოემბერს, ფლეი-ოფი იწყება, რომელშიც მონაწილეობს 8 საუკეთესო გუნდი.
ფლეი-ოფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
- აზერბაიჯანი – საქართველო
- ფიდე – უზბეკეთი
- აშშ – ჩინეთი
- ყაზახეთი – ინდოეთი
ფლეი-ოფის შედეგის მიხედვით, გამარჯვებული ოთხი გუნდი ითამაშებს ნახევრფინალურ მატჩს.
პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები:


