მსოფლიო პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

26-31 დედეკმბერს, დოჰაში (კატარი) მსოფლიო პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში იმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს საჭადრაკო სამყაროს ელიტა.
საპრიზო ფონდი €1,000,000-ზე მეტია, რაც ასპარეზობას კიდევ უფრო დიდ ინტერესს სძენს.

ტურნირი ტარდება ‘ღია’ კატეგორიაში და ქალთა შორის – როგორც სწრაფ, ისე ელვისებურ ფორმატში.

ღია სწრაფ ჭადრაკში 251 მოთამაშე ღებულობს მონაწილეობას, ხოლო ღია ელვისებურ ჭადრაკში – 254. ქალთა შეჯიბრებებში 142 მოთამაშე მონაწილეობს.

სწრაფი ჭადრაკი (26–28 დეკემბერი): ვაჟთა შორის – 13 ტური; ქალთა შორის – 11 ტური.
ელვისებური ჭადრაკი (29–30 დეკემბერი): ვაჟთ შორის – 19 ტური; ქალთა შორის -15 ტური.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე 10 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის კი 2 აჭარის წარმომადგენელია:

  • ნანა ძაგნიძე (ქალთა შორის);
  • ბელა ხოტენაშვილი (ქალთრა შორის);
  • ნინო ბაციაშვილი (ქალთა შორის);
  • მერი არაბიძე (ქალთა შორის);
  • ინგა ჭარხალაშვილი (ქალთა შორის);
  • კესარია მგელაძე (ქალთა შორის);
  • ანასტასია კირთაძე (ქალთა შორის);
  • ბაადურ ჯობავა (ვაჟთა შორის);
  • გიგა ყუფარაძე (ვაჟთა შორის);
  • ლევან ფანცულაია (ვაჟთა შორის).