მსოფლიო თასის შედეგები პირველი ეტაპის შემდეგ

ქ.ბათუმში მიმდინარეობს ფიდეს მსოფლიოს თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საჭადრაკო ისტორიაში პირველად ტარდება და მისი მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.

29 ივნისს, დასრულდა ღონისძიების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპის პირველი ტური 1 ივლისს გაიმართება.

30 ივნისს, დასვენების დღეს ტურნირის ორგანიზატორის მიერ მონაწელეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა აქტიობა: ბოტანიკურ ბაღში გასეირნება, ბათუმის დელფინარიუმის სეანსი, საჭადრაკო კომპოზიციების ტურნირი და ბლიც ტურნირი “ნესის თასი”.

ასპარეზობაში მონაწილეობს 37 ქვეყნის 288 სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების მიხედვით.

აღსანიშნავი, რომ 12 წლიან ჭაბუკთა შორის გაბადაძე გაბრიელი (7-დან 5 ქულა) იბრძოლებს ბრინჯაოს მედლისთვის.

ტურნირში პირველი ეტაპის საბოლოო შედეგების მიხედვით ლიდერობენ:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • ულან რიზატ (Group A) ყაზახეთი
  • სატტვიკ სვაინ (Group A) ინდოეთი
  • ლი აიდენ ლინიუან (Group B) ამერიკა

8 წლამდე გოგონათა შორის:

  • ხინ სტელლა (Group A) ამერიკა
  • ჩენ ჟიჰან (Group A) ჩინეთი
  • კინზიაბულატოვა რეანა (Group B) ფიდე

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • ბოლაშაკოვ ნურალი (Group A) ყაზახეთი
  • ლინგ ჩენხუან (Group B) ამერიკა

10 წლამდე გოგონათა შორის:

  • ფილიპოვა მილანა (Group A) ყაზახეთი
  • იუნკერ ალისა გენრიეტა (Group B) ფიდე

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • ობიდოვ ბილოლიდინ (Group A) უზბეკეთი
  • ქუ ჰაომინგ (Group B) ჩინეთი

12 წლამდე გოგონათა შორის:

  • ხუე ტიანჰაო (Group A) ჩინეთი
  • პრატიტე ბორდოლოი (Group B) ინდია