მსოფლიო თასის შედეგები მესამე ტურის შემდეგ

ქ.ბათუმში მიმდინარეობს ფიდეს მსოფლიოს თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საჭადრაკო ისტორიაში პირველად ტარდება და მისი მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.

ასპარეზობაში მონაწილეობს 37 ქვეყნის 288 სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების მიხედვით.

ტურნირში პირველი ეტაპის მესამე ტურის შედეგების მიხედვით ლიდერობენ:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • ულან რიზატ (Group A) ყაზახეთი
  • სატტვიკ სვაინ (Group A) ინდოეთი
  • ლი აიდენ ლინიუან (Group B) ამერიკა
  • ვანგ ზიქიან (Group B) ჩინეთი

8 წლამდე გოგონათა შორის:

  • იან რაინა (Group A) ამერიკა
  • ბალაკანოვა აზალია (Group B) ყაზახეთი
  • კინზიაბულატოვა რეანა (Group B) ფიდე

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • ვიომ მალჰოტრა (Group A) ინდოეთი
  • ბოლაშაკოვ ნურალი (Group A) ყაზახეთი
  • მოდიზ აროჰ მუტიალაპატი (Group B) კანადა
  • ხია ჯოშუა (Group B) ამერიკა
  • იუ ზეხენ (Group B) ჩინეთი
  • აკრამონ იასინ (Group B) უზბეკეთი
  • ზაბელინ პლატონ (Group B) ფიდე

10 წლამდე გოგონათა შორის:

  • ჟანგ ჯიანინგ (Group A) ჩინეთი
  • იუნკერ ალისა გენრიეტა (Group B) ფიდე
  • დივი ბეჯეშ (Group B) ინდოეთი

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • ობიდოვ ბილოლიდდინ (Group A) უზბეკეთი
  • ქუ ჰაომინგ (Group B) ჩინეთი

12 წლამდე გოგონათა შორის:

  • ხუე ტიანჯონ (Group A) ჩინეთი
  • გუნავარდანა დევინდია ოშინი (Group B) შრი-ლანკა
  • ამანჟოლ ხანზადა (Group B) ყაზახეთი

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: