29 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის, მსოფლიო თასი გაიმართება.
თითოეული ღონისძიების საუკეთესო სამი მოთამაშე მიიღებს კვალიფიკაციას კანდიდატთა მომავალ ტურნირზე, რომელიც მომავალი წლის აპრილში ტორონტოში გაიმართება.
ქალთა შორის მსოფლიოს 103 უძლიერესი ქალი იასპარეზებს, რომელთა შორის 6 ქართველია:
- ნანა ძაგნიძე (2511)
- ბელა ხოტენაშვილი (2475)
- ნინო ბაციაშვილი (2474)
- მერი არაბიძე (2451)
- ლელა ჯავახიშვილი (2439)
- სალომე მელია (2377)
ტურნირის სისტემის შესაბამისად, პირველ წრეში დაიწყებს ასპარეზობას სალომე მელია, რომლის მეტოქეც ბრაზილიელი კატი ლიბრელატო (2182) იქნება. დანარჩენი მანდილოსები ღონისძიებას მეორე წრიდან შეუერთდებიან.
ქალთა ტურნირის რეიტინგ-სიის ლიდერი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ჟუ ვენჟუნი (2564); ალექსანდრა გორიაჩკინა (2557);ჰამპი კონერუ (2553).
ვაჟთა შორის 206 მონაწილეა და საქართველოს სახელით მათ შორის 3 დიდოსტატი ითამაშებს:
- ლევან ფანცულაია (2564)
- მიხეილ მჭედლიშვილი (2561)
- ლუკა პაიჭაძე (2531);
ქართველი მოჭადრაკეების მეტოქეები პირველ წრეში იქნებიან:
ლუკა პაიჭაძე – რინატ ჯუმაბალიევი (ყაზახეთი; 2589)
მიხეილ მჭედლიშვილი – ტომას ლაურასასი (ლიეტუვა; 2566)
ლევან ფანცულაია -ჰარშა ბარაჰაკოტი (ინდოეთი;2563)
ტურნირს განსაკუთრებულ ელფერს მატებს: მაგნუს კარლსენის (2835), ჰიკარუ ნაკამურას (2787) და ფაბიანო კარუანას (2782) მონაწილეობა.
თითოეული მატჩი ორი პარტიისგან შედგება, ფრედ დასრულების შემთხვევაში კი შემდეგ წრეზე გასულის ვინაობას დამატებითი ტაი-ბრეიქი გაარკვევს.