45-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა

45-ე მსოფლი საჭადრაკო ოლიმპიადა 10-23 სექტემბერს, ბუდაპეშტში გაიმართება.

ღონისძიება ჩატარდება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 11 ტურად, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა გუნდებს შორის. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

განრიგი:

ოლიმპიადაზე სულ დარეგისტრირებულია 381 გუნდი, მათ შორის ღია კატეგორიაში – 197, ხოლო ქალთა შორის – 184.

გუნდები შედგება 5 მოთამაშისგან.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

  • ჯობავა ბაადური (2582)
  • მჭედლიშვილი მიხეილი (2574)
  • კაჭარავა ნიკოლოზი (2511)
  • ფანცულაია ლევანი (2516)
  • პაიჭაძე ლუკა (2516)

გუნდის კაპიტანი – სტურუა ზურაბი

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

  • ძაგნიძე ნანა (2508)
  • ჯავახიშვილი ლელა (2446)
  • ბაციაშვილი ნინო (2461)
  • ხოტენაშვილი ლელა (2432)
  • მელია სალომე (2293)

გუნდის კაპიტანი – ტუკმაკოვ ვლადიმირი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები სარეიტინგო სიაში მეორე ადგილზეა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.