ბრაზილიის ქალაქი ფლორიანოპოლისი, 28 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს 14,16 და 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მასპინძლობს.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება და მასში 62 ქვეყნის 527 მოთამაშე მონაწილეობს. ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 8 მოჭადრაკე ასპარეზობს და აღსანიშნავია, რომ მათ შორის 3 აჭარის წარმომადგენელია.
14 წლამდე:
- კესარია მგელაძე (2166);
- თეკლა კოღუაშვილი (1877);
- ანდრია კვირიაშვილი (2077).
16 წლამდე:
- მარიამ ცეცხლაძე (2050);
- მარიამ კალანდაძე (2049);
- ნიკოლოზ შამათავა (2376).
18 წლამდე:
- ლუკა კილაძე (2227);
- მარიამ გვათუა (1794).
ბათუმელი კესაია მგელაძე 14 წლამდე გოგონათა შორის სასტარტო სიის რეიტინგ ლიდერია.
ქართველთა შედეგები ორი ტურის შემდეგ:
- კესარია მგელაძე (2-დან 2 ქულა)
- თეკლა კოღუაშვილი (2-დან 2 ქულა)
- ანდრია კვირიაშვილი (2-დან 1.5 ქულა)
- მარიამ ცეცხლაძე (2-დან 1.5 ქულა)
- მარიამ კალანდაძე (2-დან 1 ქულა)
- ნიკოლოზ შამათავა (2-დან 1 ქულა)
- მარიამ გვათუა ( 2-დან 1 ქულა)
- ლუკა კილაძე (2-დან 1.5 ქულა)