მონტენეგროში, 7 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის დასრულდა.
შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართ, დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი 255 მოჭადრაკე ასპარეზობდა, აქედან – ჭაბუკთა შორის 157, ხოლო გოგონათა შორის 98 მონაწილე იყო.
საქართველოდან შეჯიბრებაზე 4 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი:
- მგელაძე კესარია (11-დან 6.5 ქულა)
- კირთაძე ანასტასია (11-დან 6 ქულა)
- კილაძე ლუკა (11-დან 6.5 ქულა)
- ყალიჩავა აკაკი (11-დან 5.5 ქულა)
აღსანიშნავია, რომ ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა სამეულში იმყოფებოდა. თუმცა, ფინიშზე ორი მარცხი განიცადა და მე-19 ადგილი დაიკავა და 43 სარეიტინგო ქულა მოიმატა.
გოგონათ შორის, 11-დან 9 ქულით გამარჯვებული ფიდეს დროშით მოთამაშე ანა შუხმანი გახდა. ხოლო ვაჟთა შორის პირველობა ინდოელმა მოჭადრაკემ პრანავ ვიმ 11-დან 9 ქულით მოიპოვა.