მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატის გახსნის ცერემონია, 6 ივნისს, ქ. ბათუმში, სასტუმრო “ეუფორიაში გაიმართა.
ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. სწრაფი ჭადრაკის დროის კონტროლია: 15 წუთი თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 35 ქვეყნის 459 მონაწილე. საქართველოდან წარმოდგენილი იქნება 120 მოჭადრაკე, მათ შორის კი 22 აჭარიდან.
ტურნირში უზრინველყოფილია პარტიების პირდაპირი ჩვენება და სათამაშო დარბაზის ვიდეო გადაღება. პარტიებს ყოველდღიურად მიმოიხილავს საერთაშორისო დიდოსტატი ვალერი გაფრინდაშვილი.
გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს: ფიდე-ს სპეციალური დავალებათა დირექტორმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.
18 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველ დაფაზე პირველი სვლა გააკეთა ბატონმა ტიტე აროშიძემ.
18 წლამდე გოგონათა შორის პირველ დაფაზე პირველი სვლა გააკეთა ქალბატონმა მაია ხაჯიშვილმა.
16 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველ დაფაზე პირველი სვლა გააკეთა ბატონმა არჩილ ჩიქოვანმა.