15-28 სექტემბერს, ქ.ბათუმი მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს მასპინძლობდა.
ტურნირი გაიმართა 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
ასპარეზობაში მონაწილეობდა 70-მდე ქვეყნის 750-მდე მოჭადრაკე.
საქართველოდან მონაწილეობას ღებულობდა 108 სპორტსმენი, მათ შორის კი 14 აჭარის წარმომადგენლები იყვნენ:
- დემეტრე გოგიაშვილი (Open U12)
- ალექსანდრე ვასაძე (Open U12)
- შოთა ცეცხლაძე (Open U12)
- კესარია მგელაძე (Girls U12)
- მარიამ კალანდაძე (Girls U12)
- ანანო ხიმშიაშვილი (Girls U12)
- შოთა დოლიძე (Open U10)
- ნიკოლოზ სარჯველაძე (Open U10)
- რატი დიასამიძე (Open U10)
- ანეტა ქედელიძე (Girls U10)
- ალექსანდრე კალანდაძე (Open U08)
- ილია აბულაძე (Open U08)
- ნინო ბოლქვაძე (Girls U08)
- ანასტასია მელაძე (Girls U08)
ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგი ანასტასია ჭიჭინაძემ დააფიქსირა – 11-დან 8 ქულით III-VII ადგილები გაიყო.
ღონისძიების დახურვის ცერემონიას ესწრებოდა ფიდეს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი.
22 სექტემბერს, ტურნირში არსებულ დასვენების დღეს, სასტუმრო ”ეუფორიაში” სამი სხვადასხვა აქტივობა გაიმართა:
- მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სადაც 39 ქვეყნის 218 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მონაწილეებს 90 წუთის განმავლობაში უნდა ამოეხსნათ 8 კომპოზიცია (3- 2 სვლიანი, 3-3 სვლიანი, 2 ეტიუდი).
საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში საქართველო აჭარის წარმომადგენლებმა ასახელეს. 12 წლამდე გოგონათა შორის საპრიზო ადგილები მოიპოვეს და 2-3 ადგილებზე გავიდნენ ბათუმელი სპორტსმენები: კესარია მგელაძე და მარიამ კალანდაძე. 10 წლამდე გოგონათა შორის კი 4 ადგილზე გავიდა ანეტა ქედელიძე.
2. საერთაშორისო ბლიც ტურნირი “ნესისის თასი-2022” – 9 ტურიანი ბლიც ტურნირი, რომელიც გაიმართა დელეგაციების ხელმძღვანელებისა და აკრედიტებული მწვრთნელებისთვის. დროის კონტროლი 3 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. მონაწილეობდა 26 ფედერაციის 59 მოთამაშე, მათ შორის 11 GM და 13 IM.
3. ამხანაგური მატჩი “ChessKid”-ისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გუნდებს შორის, რომელიც დაკომპლექტებული იყო ბათუმელი და უკრაინელი ბავშვებისგან. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა ფასიანი საჩუქრები, უკრაინელ ბავშვებს კი დამატებით ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა აკაკი იაშვილმა iPad-ები გადასცა.
ღონისძიების ფოტო კოლაჟი: