5-12 სექტემბერს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ორგანიზებით, პოლონეთში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის 2023 გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობს 12 ქვეყნის 12 გუნდი, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ტოპ მოთამაშეები არიან.
დროის კონტროლია 45 წუთი 10 წამის დამატებით დაწყებული 1 სვლიდან.
ქულების მინიჭება:
გამარჯვებული იღებს 2 ქულას, ფრე თითო გუნდს ანიჭებს 1 ქულას, წაგება – 0 ქულას.
გუნდები შედგება 6 მოთამაშისგან და თითოეულ გუნდს ჰყავს კაპიტანი.
გუნდები იყოფა ორ ჯგუფად გუნდის საშუალო რეიტინგის მიხედვით.
A ჯგუფი:
საქართველო (2391)
ინდოეთი (2320)
უკრაინა (2306)
საფრანგეთი (2270)
ყაზახეთი (2223)
ეგვიპტე (2035)
B ჯგუფი:
აშშ (2340)
ჩინეთი (2335)
გერმანია (2303)
პოლონეთი (2310)
ფიდე ამერიკა (2279)
ბულგარეთი (2228)
საქართველოს გუნდის შემადგენლობა:
პირველი ტური დაიწყება 6 სექტემბერს 15:00 საათზე (საქართველოს დროით 17:00). პირდაპირი გაშუქება, ისევე როგორც სრული ინფორმაცია ღონისძიების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე: worldwomenteams.fide.com
ღონისძიების განრიგი: