ტურნირში ევროპის კონტინენტიდან 46 ფედერაციის 571 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე გადავიდა 30 გამარჯვებული, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ !
ფინალში ნოკაუტ ეტაპზე გადავიდნენ: 8 მოთამაშე რუსეთიდან, 2-2 მოთამაშე საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, თითო მოთამაშე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბულგარეთად, ბელორუსიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან და სლოვენიიდან.
ევროპის კონტინენტიდან ფინალურ ეტაპზე გასულ მონაწილეთა ჩამონათვალი:
- ზემლიანსკი ივანე (U10) რუსეთი
- უსოვ ალექსანდრე ე. (U10) რუსეთი
- დურუკაი უიგარი (U10) რუსეთი
- ალფანო ემილი (G10) საფრანგეთი
- ბაშირლი სადათი (G10) აზერბაიჯანი
- პრეობრაჟენსკაია დიანა (G10) რუსეთი
- საველჯენ ივანე (U12) რუსეთი
- გურელ ედიზი (U12) თურქეთი
- სამუნენკოვი იჰორი (U12) უკრაინი
- კირთაძე ანასტასია (G12) საქართველო
- ჰუანგ ვენდი (G12) ნიდერლანდები
- მარია ლია-ალექსანდრა (G12) რუმინეთი
- ხუბუქშანოვი ერდემი (U14) რუსეთი
- კლიმკოვსკი იან (U14) პოლონეთი
- ლაზავიკ დენისი (U14) ბელორუსია
- შუბენკოვა ვერონიკა (G14) რუსეთი
- რობერსი ელინი (G14) ნიდერლანდები
- სტაროსტა მარტინა (G14) პოლონეთი
- კაჭარავა ნიკოლოზი (U16) საქართველო
- კუშკო დიმიტრი (U16) უკრაინა
- ბერე ჯონას ბულ (U16) დანია
- ნურ-მუხამეტოვა ალისა (G16) რუსეთი
- ობადა ემა (G16) რუმინეთი
- სინცინა ანასტასია (G16) ესტონეთი
- სარგსიანი შანტი (U18) სომხეთი
- სონის ფრანჩესკო (U18) იტალია
- საჰიდი სამირი (U18) სლოვაკეთი
- ურ ზალა (G18) სლოვენია
- პეიჩევა გერგანა (G18) ბულგარეთი
- სოლოჟენკინა ელიზავეტა (G18)რუსეთი