მორიგი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!

9-16 იანვარს, პრაღაში 24-ე საერაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “Prague Open 2026” გაიმართა.

ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ფესტივალი 3 კატეგორიად ჩატარდა: A Open, B Open და Open 30+. ასპარეზობაში მონაწილეობდა 300-ზე მეტი მოჭადრაკე.

ბათუმელი მოჭადრაკე თედო ბოლქვაძე მონაწილეობდა B Open კატეგორიაში, სადაც 9-დან 8 ქულით I ადგილი დაიკავა!